მიმოხილვა
დაბრუნებების მართვა Odoo 19-ისთვის გუნდს საშუალებას აძლევს, მოთხოვნა თავდაპირველ გაყიდვას დაუკავშიროს, შეამოწმოს, დაამტკიცოს და დასრულებამდე ერთიანი წესით დაამუშაოს. მომხმარებელი, პროდუქტი, გაყიდვის დოკუმენტი და დაბრუნების ყველა მოქმედება ერთმანეთთან დაკავშირებული რჩება.
ერთ დაბრუნებაში შესაძლებელია რამდენიმე გაყიდვის შეკვეთიდან მიღებული პროდუქტის გაერთიანება. მოდული Odoo Sales, Inventory და Invoicing აპლიკაციებიდან იღებს საჭირო მონაცემებს და პროცესის მიხედვით ქმნის დაბრუნების შეკვეთას, საწყობის გადაადგილებას, საკრედიტო ჩანაწერსა და საჭიროების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ზედნადებს.
შესაძლებლობები
- დაბრუნების მოთხოვნის შექმნა და მართვა — მოთხოვნის დაკავშირება შესაბამის გაყიდვის შეკვეთებთან და მომხმარებელთან.
- რამდენიმე გაყიდვიდან დაბრუნება — სხვადასხვა შეკვეთიდან მიღებული პროდუქტების ერთ დაბრუნების პროცესში გაერთიანება.
- დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა — დაბრუნების შეკვეთის, საწყობის გადაადგილებისა და საკრედიტო ჩანაწერის ავტომატურად მომზადება.
- კონფიგურირებადი დამტკიცება — საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი მომხმარებლის თანხმობა დაბრუნების გაგრძელებამდე.
- Sales, Inventory და Invoicing ინტეგრაცია — ტრანზაქციის მონაცემების გამოყენება დაბრუნების სრული პროცესისთვის.
- შემოსავლების სამსახურის ზედნადები — დაბრუნებასთან დაკავშირებული RS ზედნადების შექმნა შესაბამის შემთხვევებში.
თავსებადობა და მოთხოვნები
- Odoo 19
- Odoo Sales, Inventory და Invoicing